Tbilisi Open Air – Alter/Vision

15-17 მაისს თბილისში ახალი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "Tbilisi Open Air – Alter/Vision" გაიმართება. ახალი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი იდეის "მუსიკა ათავისუფლებს!"  საფუძველზე იქმნება. თავისი მასშტაბითა და მრავალფეროვნებით იგი საქართველოში უპრეცედენტო იქნება. ქართველი მსმენელების წინაშე სხვადასხვა ჟანრის თანამედროვე მუსიკის შემსრულებლები ევროპიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და საქართველოდან წარსდგება. "თბილისი -Tbilisi - Open Air" სწორედ ისეთი ფესტივალი იქნება, როგორიც დიდი ხნის განმავლობაში აკლდა საქართველოს. ორგანიზატორების ჩანაფიქრით, ფესტივალი ტრადიციული გახდება და ყოველწლიურად ჩატარდება.  პოლიტიკისა და კლიშეებისაგან თავისუფალ ატმოსფეროში ქართველი და უცხოელი არტისტები და მუსიკის მოყვარულები ერთმანეთს შეხვდებიან, ერთ სცენაზე დაუკრავენ, გამოცდილებას გაუზიარებენ და მუსიკითა და გამორჩეული გარემოთი ისიამოვნებენ" – განმარტავენ ფესტივალის ორგანიზატორები. მათივე განცხადებით, ფესტივალის გამართვა ზაფხულში იგეგმებოდა, თუმცა მისმა მონაწილე რამდენიმე უცხოურმა ჯგუფმა შესთავაზა ორგანიზატორებს, ღონისძიება მაისში გამართულიყო, რათა ევროვიზიის კონკურსს დამთხვეოდა. "ევროპული კულტურული სულის მატარებელი ფესტივალი თავისუფლების იდეის გარშემო იქმნება და უპირისპირდება "ევროვიზიას", რომელიც წლევანდელ მაგალითზე პოლიტიკური ბრძოლის კონტროლირებად და ბიუროკრატიულ ღონისძიებად იქცა" – განმარტავენ ორგანიზატორები. ფესტივალი 15 მაისს ძველ თბილისში გაიხსნება, 16 და 17 მაისს კი იპოდრომზე გადაინაცვლებს, სადაც სპეციალურად სტუმრებისა და მონაწილეებისთვის „ფესტივალის ქალაქი“ შეიქმნება თანამედროვე საფესტივალო ინფრასტრუქტურით.  30 მაისს ოფიციალური პრესკონფერენცია და პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც მედიასა და ფართო საზოგადოებას მონაწილე ჯგუფებს და შემსრულებლებს, ორგანიზატორებს და სპონსორებს ფესტივალის ჩატარებასთან დაკავშირებულ დეტალებს გააცნობს.

სიახლეები

15-17 მაისს თბილისში ახალი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "Tbilisi Open Air – Alter/Vision" გაიმართება

დასრულებული პროექტები


მეიდან პალასი >>

მანთაშევის რიგები >>

ბავშვთა სამყარო >>
COPYRIGHT © 2009 - 2010 MEIDAN GROUP. ALL RIGHTS RESERVED | CREATED BY NEOMEDIA