ინფრასტრუქტურა და გარემოცვა
"მეიდან ჯგუფი"-ს მართვაში არსებული ბიზნეს ცენტრები: "მეიდან პალასი", "მანთაშევის რიგები" განლაგებულია თბილისის უძველეს ნაწილში – ისტორიულ ადგილას, მომხიბვლელი ხედებით, სადაც მდებარეობს სხვადასხვა პერიოდის კულტურული ძეგლები, ისეთები, როგორიცაა: ნარიყალას ციხე, სინაგოგა, მეტეხის ტაძარი, ძველი აბანოები, სიონის საკათედრო ტაძარი და სხვა. ეს არის ერთადერთი ფეხითსასიარულო ზონა თბილისში. ეს ადგილმდებარეობა ცნობილია თავისი სილამაზითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით, გარდა ამისა, ეს არის მშვენიერი ცენტრალური ადგილი ყველანარი თანამედროვე საკომუნიკაციო და სატრანსპორტო საშუალებებით. იმავდროულად, ამ ადგილიდან ადვილი მისადგომია მთავარი სამთავრობო და საქმიანი დაწესებულებები - ორივე სანაპიროთი პიკ-საათებშიც კი, სატრანსპორტო საცობების ავლით.
ბიზნეს ცენტრები განლაგებულია თბილისის ბოტანიკური ბაღის სიახლოვეს, რომელიც ცნობილია ფლორის თავისი უნიკალური კოლექციითა და გარშემო მდებარე ტერიტორიის ეკოლოგიური სისუფთავით.
წლების განმავლობაში არსებული ინფრასტრუქტურა დაიხვეწა და ამჟამად ჩვენს მოიჯარეებსა თუ სტუმრებს საშუალება აქვთ საქმიანობის დიდი ნაწილი აწარმოონ ტერიტორიიდან გაუსვლელად, ჩაატარონ შეხვედრები, კონფერენციები, პრეზენტაციები, მიიღონ სტუმრები და ასევე დაისვენონ სამუშაო საათების შემდეგ.
მეიდან ჯგუფი აქტიურ მონაწილეობას ღებულობს თბილისის ტურისტული მარშრუტის განვითარებაში www.tifliscenter.ge