ადგილის ისტორია

ისტორიულად თბილისი და მისი ეს უბანი –მეიდანი –იყო ძველი აბრეშუმის გზის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ხოლო დღეს ის წარმოადგენს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო მაგისტრალს. მეიდანი არის უძველესი უბნის, "კალას", ერთ-ერთი ცენტრალური მოედანი.

ვ. ბატონიშვილის მიერ შედგენილ თბილისის გეგმაზე ეს ადგილი აღნიშნულია, როგორც ციხის მოედანი.

ქართველი მეფეები სასახლეს სწორედ აქ, კალაში მართავდნენ. აქვე სახლობდნენ დიდებულები. საპატრიარქოც აქ განლაგდა. ამავე უბანში იყო სამეფო სამთავრობო დაწესებულებები, ეკლესიათა დიდი ნაწილი, დუქან-სახელოსნოთა რიგები და ქარვასლები.

ქვემო უბნის ცენტრი ციხის მოედანი, იგივე ქვემო მოედანი იყო. (გვიან შაითან-ბაზარი, მეიდანი, ახლა ვახტანგ გორგასალის მოედანი) – "საასპარეზო მოედანი ერთდროულად საკრებულოც იყო და ბაზარიც” (ჟან შარდენი)

მსოფლიოს არცერთ კუთხეში არ მოიძებნება იმდენი სხვადასხვა ჯურის უცხოელი, როგორც აქ... თქვენ შეხვდებით სომხებს, ბერძნებს, ებრაელებს, სპარსელებს, ინდოელებს, თათრებს, მოსკოვიტებს და ევროპელებს” (ჟან შარდენი).

სწორედ დღევანდელ მეიდანზე შემოდიოდნენ სავაჭრო ქარავნები აღმოსავლეთიდან. მტკვარი ყველაზე იოლად გადასალახი იყო დღევანდელი მეტეხის ციხესთან და აქ იყო ხიდი, რომლის გავლითაც აბანოს კარით ქარავნები მეიდნისა და ქარავანსარაიების – ქარვასლების - გავლით მიემართებოდნენ დასავლეთისაკენ.

ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მეიდანი არის კავკასიაში ერთ-ერთი უძველესი ბიზნეს ცენტრის ადგილი.

მოყოლებული IV-V საუკუნიდან დღემდე, სწორედ აქ იყრიან თავს სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები.

მეიდანზე განვითარებული იყო და ტრადიციულად განვითარებულია სხვადასხვა ტიპის საქმიანობა. ვაჭრებისა და ხელოსნების საქმიანობიდან გამომდინარე მთელი კვარტლები იღებდნენ სახელწოდებებს, ეს დასახელებები დღემდე არის შემორჩენილი: ვერცხლის ქუჩა, ოქრომჭედლების ქუჩა, მღებავების ქუჩა, პურის მოედანი, ღვინის აღმართი, ბამბის რიგი, რკინის რიგი და სხვა.
 
თბილისი ერთ-ერთი ულამაზესი, მჭიდროდ დასახლებული და ხალხმრავალი ქალაქი იყო.

თბილისი ევროპელთათვის მუდამ აღმოსავლეთი იყო, აზიელთათვის – დასავლეთი.

მეიდან ჯგუფის საქმიანობისათვის შერჩეული ტერიტორიები ხასიათდება  ძველი თბილისის ეკლექტიკური სტილით და მკვეთრი კონტრასტულობით, ყოველი ადგილი მოგვითხრობს ისტორიას და გარშემორტყმულია თანამედროვეობით გაცოცხლებული ძველი თბილისის ტრადიციებით.

დასრულებული პროექტები


მეიდან პალასი >>

მანთაშევის რიგები >>

საოფისე და კომერციული ფართები აღმაშენებლის გამზ. #61-ში >>
| CREATED BY NEOMEDIA
COPYRIGHT © 2009 - 2013 MEIDAN GROUP. ALL RIGHTS RESERVED