ეთნოგრაფიული მუზეუმი-სასტუმრო სიღნაღში
ეთნოგრაფიული მუზეუმი-სასტუმრო–დასასვენებელი კომპლექსი სიღნაღში- ტერიტორიაზე ეთნოგრაფიული მუზეუმი-სასტუმროს და
დასასვენებელი-გასართობი კომპლექსი, რომელიც "მეიდან ჯგუფის" მიერ
შემუშავებული გეგმის მიხედვით წარმოადგენს აღმოსავლეთ საქართველოს
რამოდენიმე კუთხეს, თითოეული კუთხისათვის დამახასიათებელი
ნიშან-თვისებებით. ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება საქართველოს ამ
კუთხეების წეს-ჩვეულებებთან, ტრადიციებთან, ყოფა-ცხოვრების ელემენტებთან
გაცნობა, მონაწილეობა ტრადიციულ შეჯიბრებებში, თითოეული კუთხისათვის
დამახასიათებელი კულინარიული ნაწარმის მომზადების შესწავლა და
დაგემოვნება, ძირძველი ქართული ტრადიციული ხელოსნობის ნაკეთობების
დამზადებაში, -მათ შორის: ჭედვა, ხის ჭრა, თიხის ძერწვა, ხალიჩების ქსოვა
და სხვა მონაწილეობის მიღება; ეთნო ფოლკლორულ (ცეკვა-სიმღერა) საღამოების
ორგანიზება, სადაც ხაზი გაესმევა საქართველოს, როგორც უმდიდრესი ფოლკლორის
მქონე ქვეყანას, სხვადასხვა ტრადიციული ნაკეთობების - სუვენირების შეძენა
და ოჯახთან, მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარება.
ტერიტორიაზე იარსებებს არქეოლოგიური საგამოფენო /იმავდროულად საკონფერენციო დარბაზი, მუზეუმი- სასტუმრო, რესტორანი/საბანკეტო დარბაზი, ეთნო ფოლკლორული თეატრი კაფე-ტერასით ღია ცის ქვეშ და სხვა.
<< უკან დაბრუნება
ტერიტორიაზე იარსებებს არქეოლოგიური საგამოფენო /იმავდროულად საკონფერენციო დარბაზი, მუზეუმი- სასტუმრო, რესტორანი/საბანკეტო დარბაზი, ეთნო ფოლკლორული თეატრი კაფე-ტერასით ღია ცის ქვეშ და სხვა.
<< უკან დაბრუნება
