ერთობლივი ბიზნესის შესაძლებლობები

"მეიდან ჯგუფის" აქტიური ძალისხმევით, განხორციელდა ულამაზეს და ისტორიულ ტერიტორიაზე შარდენის ქუჩის, ბამბის რიგის, რკინის რიგის, ერეკლე II მოედნის, გორგასალის მოედნის (მეიდანის), ფარაჯანოვის მოედნის, სამღებროს ქუჩის და სხვათა რეკონსტრუქცია, სადაც, როგორც ადრე, მაგრამ თანამედროვეობის შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით, გახსნილია და ფუნქციონირებს სავაჭრო-გასართობი-კულტურული საზოგადოებრივი ობიექტები. მეიდან ჯგუფი პარტნიორობს ცნობილ რესტორნებსა და კაფეებთან, მათ შორის არიან: ჩჰარდინ ბარი, რესტორანი "მეიდანი", კლუბი "ოვალი", რესტორანი China Town, კაფე L’Express, კლუბი და lounge ბარი Bamba Rooms, ლიტერატურული კაფე, რესტორანი "მასპინძელო", თუ საიდი/Two Side, საბილიარდო აკურა, კონკა კაფე, რესტორანი "კაიზერი" (აღნიშნული კაფეები და რესტორნები მდებარეობს ბიზნეს ცენტრების ტერიტორიაზე, ან 50-100 მეტრის რადიუსში.)
"მეიდან ჯგუფის" საკუთრებაში და მართვაშია სხვადასხვა დანიშნულების ფართები გორგასალის მოედანზე, ერეკლე II მოედანზე, ასევე შარდენის ქუჩაზე, რკინის რიგზე. პროექტების მსვლელობისას პარალელურად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა შესაბამისი გამოცდილების მქონე პარტნიორების მოსაძიებლად, შესაძლებელია თანამშრომლობა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, "მეიდან ჯგუფის" შემოთავაზებაა თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ხალხმრავალ ადგილას სარეკლამო მომსახურეობის გაწევა – ბანერების, ლოგოების, ლაით ბოქსების და სხვა ტიპის რეკლამის განთავსება, ურთიერთმომგებიანი პირობებით. ასევე, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, ამაში დაგეხმარებათ ჩვენი კომპანია "მეიდან ივენთს ენდ ედვერთაისინგ" MEA, კონტაქტი: +995 (32) 509 901 ან 899 988280, ბესარიონ ხაინდრავა.

დასრულებული პროექტები


მეიდან პალასი >>

მანთაშევის რიგები >>

საოფისე და კომერციული ფართები აღმაშენებლის გამზ. #61-ში >>
| CREATED BY NEOMEDIA
COPYRIGHT © 2009 - 2013 MEIDAN GROUP. ALL RIGHTS RESERVED