ჩვენს შესახებ

მეიდან ჯგუფი არის უძრავი ქონების განვითარების კომპანია, დაარსებული 2000 წელს. თავისი მოღვაწეობის 9 წლის მანძილზე კომპანია გახდა ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია ძველი თბილისის ტერიტორიაზე. კომპანიის მიზანია თბილისის ისტორიულ ნაწილში ინვესტიციების და ახალი პროექტების განხორციელება არქიტექტურული ტრადიციების შენარჩუნებით.

მეიდან ჯგუფი მონაწილეობს ძველი თბილისის ტურისტული მარშრუტის განვითარებაში. მისი მოღვაწეობისთვის შერჩეული ტერიტორიები ხასიათდება თბილისის ეკლექტიკური სტილით და მკვეთრი კონტრასტულობით, ყოველ ადგილს გააჩნია თავისი ისტორია და გარშემორტყმულია თანამედროვეობით გაცოცხლებული ძველი თბილისის ტრადიციებით.

დღეისათვის კომპანია ახორციელებს 20 მსხვილმასშტაბიან პროექტს როგორც თბილისში, ასევე სიღნაღში.

მეიდან ჯგუფის განვითარების სწრაფი ტემპი განპირობებულია შემდეგი სამი ძირითადი ფაქტორით: ექსკლუზიურობა, მაღალი ხარისხი და პროფესიონალიზმი.

მეიდან ჯგუფის მართვაშია დღეისათვის სამი ბიზნეს ცენტრი ქ.თბილისში: "მეიდან პალასი", კოტე აფხაზის ქ. #44, "მანთაშევის სავაჭრო რიგები" - უნიკალური განლაგებით თბილისში, მდებარე ბამბის რიგი #7-ში და ე.წ. "დიპლომატთა სახლი" -განლაგებული დ.აღმაშენებლის გამზ. #61, მიმდებარე სარეკრეაციო ზონით "ვარდების ბაღი".

"მანთაშევის სავაჭრო რიგები" - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი და ერთ-ერთი ულამაზესი შენობა თბილისში. ის აგებულია Art Nouveau–ს სტილში 1903 წელს - მილიონერი-მეცენატის, I გილდიის ვაჭრის - ალექსანდრე მანთაშევის დაკვეთით.

"დიპლომატთა სახლი" - რომლის მოიჯარეები ტრადიციულად არიან საელჩოები და დიპლომატიური წარმომადგენლობები. შენობა განლაგებულია მნიშვენელოვანი საქმიანი და სახელმწიფო დაწესებულებების სიახლოვეს, სარეკრეაციო ზონის მიმდებარედ, ავტოსადგომის შეუზღუდავი შესაძლებლობით.

დასრულებული პროექტები


მეიდან პალასი >>

მანთაშევის რიგები >>

ბავშვთა სამყარო >>
COPYRIGHT © 2009 - 2010 MEIDAN GROUP. ALL RIGHTS RESERVED | CREATED BY NEOMEDIA